Accessibility links

საქართველოში უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, კოვიდ 19-ის გავრცელების პირობებში სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობამ დღევანდელი მონაცემებით 10 000-ს გადააჭარბა. მინისტრის თქმით, მოქალაქეთა ორგანიზებულად დაბრუნება ხდება როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო და საზღვაო გზებით. სამშობლოში დაბრუნებულ მოქალაქეთა შორისაა განსაკუთრებული საჭიროების მქონე 2828 პირი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 8 მაისს მედიის წარმომადგენლებს უცხოეთის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ადგილზე დახმარების და მათი სამშობლოში დაბრუნების შესახებ სტატისტიკაც გააცნო.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული გეგმის თანახმად, ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებთან“ თანამშრომლობით სულ 61 სპეციალური ავიარეისი განხორციელდა.

მოქალაქეთა ეტაპობრივი დაბრუნება, დავით ზალკალიანის თქმით, მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა რეგულარული ფრენების აღდგენის შემთხვევაში, შესაძლოა, ისინი სამშობლოში რეგულარული რეისებით დაბრუნდნენ.

ამ დროისათვის, საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, სპეციალური ავიარეისების გრაფიკი 22 მაისის ჩათვლითაა გაწერილი. პირველი სპეცრეისი 10 მარტს რომში განხორციელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG