Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართება


ბელარუსის პარლამენტის ქვედა პალატამ დაადგინა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება 9 აგვისტოს.

ამ ქვეყნის კანონი მოითხოვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნოს ალექსანდრ ლუკაშენკოს პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე არა უგვიანეს ორი თვისა.

8 მაისს უნდა დამტკიცდეს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის გეგმა. 15 მაისამდე აქვთ ვადა საინიციატივო ჯგუფებს რეგისტრაციისთვის, იტყობინება რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური. უფლებების დამცველები გამოვიდნენ ინიციტივით, კენჭისყრა დისტანციურად ჩატარდეს, მაგრამ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წინადადება უარყო.

ლუკაშენკომ, რომელიც თანამდებობაზეა 1994 წლის მერე, უკვე განაცხადა, რომ წელსაც იყრის კენჭს. მაისის ბოლოსთვის ოპოზიციამ ერთიანი კანდიდატი უნდა შეარჩიოს.

არჩევნები ბელარუსში მოეწყობა კორონავირუსის პანდემიის პირობებში. 7 მაისისთვის ქვეყანაში 20 ათასზე მეტი ადამიანი იყო ინფიცირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG