Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო 24 საათში პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის 80 პირი დააჯარიმა


ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის პოლიციამ 80 პირი დააჯარიმა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ამ დროის განმავლობაში ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის 74 პირი დააჯარიმეს, 5 მოქალაქე კი - შეკრების წესის დარღვევისთვის. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ ერთ პირს გამოუწერეს საჯარიმო ქვითარი თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის. ჯამში, გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 240 ათასი ლარია.

საგანგებო წესების დარღვევისთვის მოქალაქე 3 ათასი ლარით ჯარიმდება. 31 მარტიდან დღემდე ჯამში 6 664 ჯარიმა გამოიწერა, მათმა რაოდენობამ კი 20 მილიონ ლარს გადააჭარბა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG