Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სექტემბერში საქართველოში მსოფლიო ტურიზმის მინისტერიალი იგეგმება


სექტემბერში, რამდენიმე ათეული ქვეყნის მინისტრი ჩამოვა საქართველოში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით და სწორედ აქ ჩატარდება მინისტერიალი, ძალიან მნიშვნელოვან დროს მთელი მსოფლიოსთვის და მთლიანად მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი სიტყვებით, ამ მინისტერიალზე გადაწყდება მსოფლიოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების პერსპექტივები.

„სექტემბერში, შესაძლოა, შედგეს მინისტერიალი და რამდენიმე ათეული სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრი ჩამოვა საქართველოში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით და სწორედ აქ ჩატარდება მინისტერიალი, ძალიან მნიშვნელოვან დროს მთელი მსოფლიოსთვის და მთლიანად მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიისთვის. მინისტერიალზე გადაწყდება, თუ როგორ განვითარდება ტურიზმის ინდუსტრია. რატომ არის შესაძლებელი ეს საქართველოში? იმიტომ, რომ ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა, ვინც ყველაზე ადრე ვიქნებით მზად ტურისტების მისაღებად“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

7 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 15 ივნისიდან საქართველო ადგილობრივი ტურისტებისთვის, ორ კვირაში - 1 ივლისიდან კი, უცხოელი ტურისტებისთვისაც გაიხსნება. ამის შესახებ მან ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას ისაუბრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG