Accessibility links

ირანში 8 მაისს მომხდარმა მიწისძვრამ ორი პირი იმსხვერპლა


მიწისძვრის ბიძგების შიშით გარეთ გასული ირანელები, 8 მაისი, 2020 წელი

ირანის დედაქალაქ თეირანში 8 მაისს მომხდარმა მიწისძვრამ, სულ მცირე, ორი პირი შეიწირა. ღამის პირველი საათისთვის მომხდარ მიწისძვრას მოჰყვა მოსახლეობაში შიში, რის გამოც არაერთმა მოქალაქემ მიატოვა საცხოვრებელი და გარეთ გავიდა.

აშშ-ის გეოლოგიური მეთვალყურეობის სამსახურის თანახმად, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 4,8 ბალი იყო. ეპიცენტრი მთა დამავანდთან იყო, თეირანიდან 45 კილომეტრში. დამავანდი 5600 მეტრის სიმაღლის ვულკანი, ირანის უმაღლესი მწვერვალია.
ირანის ჯანდაცვის მინისტრის, ქეივან ჯაჰანფურის თქმით, მიწისძვრას ერთი პირი ემსხვერპლა, ხოლო შვიდი დაშავდა. მინისტრმა ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდა და ურჩია, მისდიონ უსაფრთხოების მითითებებს.
ირანი მთავარ ტექტონურ პლატოებზე მდებარეობს და ამით აიხსნება სეისმოლოგიური აქტიურობა ამ ქვეყანაში.

2017 წელს, პროვინცია ქერმანშაჰში მომხდარ 7,3 სიმძლავრის მიწისძვრას 620 ადამიანი ემსხვერპლა.

2003 წელს, ქალაქ ბამში, 31 ათასი ადამიანი დაიღუპა 6,6 სიმძლავრის მიწისძვრის დროს.

ბოლო ათწლეულებში ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა მიწისძვრას ირანის ჩრდილოეთში, 1990 წელს. მაშინ 40 ათასი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 300 ათასი დაშავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG