Accessibility links

ვოლსკი: ელჩის გამოწვევა კონსულტაციებისთვის, რასაკვირველია, არის ფორმალური დემარშიც


საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ შეაფასა უკრაინაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა.

„გლობალურ თემაში, უკრაინის ეს ნაბიჯი, არათუ მხოლოდ არამეგობრულია, არამედ რაღაც საერთო, საერთაშორისო წესების დარღვევაა და ამ საკითხთან დაკავშირებით, ელჩის გამოწვევა კონსულტაციებისთვის, რასაკვირველია, არის ფორმალური დემარშიც და არის აუცილებლობაც, რათა ექსპერტების და პოლიტიკოსების გარკვეულ ჯგუფში, სპეციალური სამსახურების ფორმატში იქნეს ეს საკითხი განხილული“, - თქვა ვოლსკიმ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხს არ განიხილავს, თუმცა უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე [რეფორმების საბჭოში აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ] დანიშვნა კითხვებს იწვევს, რის გამოც უკრაინაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG