Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პრეს-მდივანი - ტრამპის მრჩევლის ცოლი - კორონავირუსითაა ინფიცირებული


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის პრეს-მდივანს, რომელიც პრეზიდენტის მრჩეველზეა დაქორწინებული, კორონავირუსის ინფექცია აღმოუჩინეს. თეთრი სახლის ზოგიერთმა თანამშრომელმა დაიწყო პირდაბის ტარება, რათა თავიდან აიცილონ ვირუსის გავრცელება.

თეთრმა სახლმა დაადასტურა 8 მაისს, რომ პენსის გუნდის ერთ-ერთ წევრს COVID-19-ი აღმოაჩნდა, მაგრამ სხვა დეტალები არ გაუვრცელებია.

მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, დაადასტურა, რომ ვიცე-პრეზიდენტის პრეს-მდივანი კეიტ მილერი კორონავირუსით არის ინფიცირებული. კეიტ მილერი პრეზიდენტ ტრამპის მრჩევლის, სტივენ მილერის ცოლია.

ერთი დღით ადრე დადებითი შედეგისა იყო ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირადი თანაშემწის ტესტიც, რის გამოც გაიზარდა შეშფოთება ქვეყნის მმართველის ჯანმრთელობის გარშემო.

აშშ-ში COVID-19-ის 1,3 მილიონი შემთხვევაა, დაღუპულთა რიცხვი 76 ათასს აღემატება; თეთრი სახლი პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს ახლა, ყოველკვირეულის ნაცვლად, ყოველდღიურად უკეთებს ტესტს.

ტრამპმა Fox News-ს ინტერვიუში უთხრა, რომ მისი ზოგიერთი თანამშრომელი პირბადეს ატარებს.

დაავადებათა კონტროლის და თავიდან აცილების ცენტრები გასულ თვეში ყველას ურჩევდნენ ეტარებინათ ნიღბები კორონავირუსის გავრცელების შესანელებლად. მიუხედავად ამისა, ტრამპი და პენსი საჯაროდ პირდაბეს არ ატარებდნენ. ვიცე-პრეზიდენტი გააკრიტიკეს აპრილის 29-ში იმის გამო, რომ საავადმყოლფოში მივიდა და პირბადე არ გაიკეთა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG