Accessibility links

კორონავირუსის ოთხი შემთხვევა დადასტურდა ოკუპირებულ აფხაზეთში


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთში მოქმედმა კორონავირუსისგან დაცვის ოპერატიულმა შტაბმა ინფიცირებულთა შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. გასული 24 საათის განმავლობაში COVID – 19-ზე ტესტირება 33 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან ოთხს დადებითი პასუხი აღმოაჩნდა.

დღეისთვის სოხუმში მდებარე სასტუმრო „აიტარ“-ში მოწყობილ საკარანტინო ზონაში უცხოეთიდან დაბრუნებული 209 ადამიანი იმყოფება.

ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებს კიდევ ერთხელ აფრთხილებენ, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი.

„კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის“ (International Crisis Group) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელშიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კორონავისრუსთან დაკავშირებულ ვითარებაზეა საუბარი, ნათქვამია, რომ სურათი ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში განსხვავდება ერთმანეთისგან.

ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის მიუხედავად აფხაზეთის არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე საავადმყოფოში გადმოსვლის უფლება 11 პაციენტს მიეცათა, მათგან ერთს მოგვიანებით COVID 19 დაუდასტირდა .

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG