Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში გამარჯვების დღის აღლუმი ჩატარდა, კორონავირუსის საფრთხის მიუხედავად


ბელარუსის დედაქალაქში ხალხი შეიკრიბა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავის აღსანიშნავ სამხედრო აღლუმზე დასასწრებად, მიუხედავად COVID-19-ის პანდემიისა.

ბელარუსი ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, რომელმაც არ შემოიღო მკაცრი და მასშტაბური შეზღუდვები მოქალაქეთა გადაადგილებაზე, ხოლო მისმა ვეტერანმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ, პანდემიას "ფსიქოზი" უწოდა - მიუხედავად ცნობისა, რომ ქვეყანაში ამ ინფექციის 21,000 დადასტურებული შემთხვევაა.

"ბელარუსი ამ მნიშვნელოვან თარიღს ზეიმობს, ასეთ რთულ დროს", - თქვა ლუკაშენკამ 9 მაისს. "თუმცა, ჩვენი ამჟამინდელი სიძნელეები ფერმკრთალდება იმ სირთულეებსა და დანაკარგთან შედარებით, რომელიც შეხვდა მსოფლიოს ყავისფერი ჭირისგან გადამრჩენელ, გმირ თაობას".

აღლუმს ათასობით მაყურებელი დაესწრო. ადგილზე 167 საპოლიციო პუნქტი იყო აღმართული. ტელევიზიით გავრცელებულ კადრებში ჩანდა ნიღბის გარეშე მისული ოფიციალური პირები და აღლუმის მონაწილეები. მიმდინარე კვირაში ლუკაშენკამ სხვა ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა აღლუმს დასწრებოდნენ. რუსეთს ბელარუსში მისი ელჩი წარმოადგენდა აღლუმზე. საკუთრივ რუსეთში გაუქმდა მასშტაბური ღონისძიებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG