Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ აშშ-ის და ჩინეთის უთანხმოება ბლოკავს ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუციას გაეროში


გავრცელებული ცნობებით, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს შორის უთანხმოება კვლავ ბლოკავს პროგრესს გაეროს შესაძლო რეზოლუციაზე, რომელშიც გამოთქმული უნდა იყოს მოწოდება ცეცხლის შეწყვეტაზე მსოფლიოს გარშემო მიმდინარე კონფლიქტებში, კორონავირუსის პანდემიის დროს.

დიპლომატები ამბობენ, რომ უთანხმოება მომდინარეობს აშშ-ის და ჩინეთის დაპირისპირებიდან იმის შესახებ, უნდა იყოს თუ არა დოკუმენტში ნახსენები სიტყვა "გამჭვირვალობა" და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO).

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე დასდო ბრალი ჩინეთს ახალი კორონავირუსის გავრცელებაში და განაცხადა, რომ WHO ზედმეტ პატივისცემას იჩენს პეკინის მიმართ და ზურგს უმაგრებს ჩინეთის "დეზინფორმაციას".

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში 23 მარტს გამოვიდა გლობალურ კონფლიქტებში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით, რათა მსოფლიომ შეძლოს პანდემიასთან ბრძოლაზე კონცენტრირება. ექვსი კვირის შემდეგ, გავრცელდა ანონიმურად დატოვებული დიპლომატების სიტყვები, რომ ჩინეთმაც და აშშ-მაც ვეტოზე მიანიშნეს საფრანგეთის და ტუნისის მიერ წარმოდგენილ, რეზოლუციის პროექტთან მიმართებით, მასში WHO-ს ხსენების გამო.

ტრამპმა WHO-ს აშშ-ის დაფინანსება შეუჩერა და განაცხადა, რომ ორგანიზაციამ პასუხი უნდა აგოს კორონავირუსის გავრცელების პროცესში თავისი მოქმედების გამო. იუწყებიან, რომ ტრამპი ეწინააღმდეგება ტექსტში WHO-ს ხსენებას, ხოლო პეკინს სურს რეზოლუციაში ნახსენები იყოს ორგანიზაციის როლი პანდემიასთან ბრძოლაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG