Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის "ბუნდესლიგა" ემზადება საფეხბურთო სეზონის განახლებისთვის


გერმანიის საფეხბურთო ლიგა, "ბუნდესლიგა", აპირებს 16 მაისიდან განაახლოს საფეხბურთო სეზონი, სტადიონზე გულშემატკივრების დასწრების გარეშე - ეს მას აქცევს პირველ მნიშვნელოვან სპორტულ ლიგად, რომელმაც თამაშები განაახლა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში ფაქტობრივად ყველა ღონისძიება გაჩერდა.

სეზონი ჩატარდება საწვრთნელ ზონებში იზოლაციის და ტესტირების მკაცრი ზომების თანხლებით და ამ პროცესს ყურადღებით დააკვირდებიან სხვა ქვეყნებში, რათა დადგინდეს, შესაძლებელია თუ არა კორონავირუსის შემთხვევების კონტროლირება მოთამაშეებს, თანამშრომლებსა და ოფიციალურ პირებს შორის. იტალიის, ესპანეთის და ბრიტანეთის საფეხბურთო ლიგები იმედოვნებენ, რომ "ბუნდესლიგის" გადაწყვეტილება მათაც მალე მისცემს სეზონების დასრულების საშუალებას.

საფეხბურთო მატჩების მკვეთრმა გაჩერებამ ფინანსური სირთულეები შეუქმნა კლუბებს, რომლებიც დამოკიდებულნი არიან მოთამაშეებთან გაფორმებულ კონტრაქტებზე, სპონსორებსა და მაუწყებლებზე.

აშშ-ში კალათბურთის ეროვნული ასოციაციის (NBA) გუნდებს 8 მაისიდან უნდა დაეწყოთ საწვრთნელი ობიექტების თანდათანობითი გახსნა. ჯერჯერობით უცნობია, როდის, ან საერთოდ თუ განახლდება სეზონი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG