Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანული ტაბლოიდი: საქართველოდან მოქმედებს კრემლთან დაკავშირებული ჰაკერთა ჯგუფი


ბრიტანული ტაბლოიდი Daily Mail-ი ამტკიცებს, რომ საქართველოში ბაზირებულია რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებული კიბერჰაკერთა ჯგუფი, რომელმაც ბრიტანეთიდან სამედიცინო კვლევების ჩანაწერები მოიპარა.

სტატიის თანახმად, დასავლეთ ლონდონში მდებარე სამედიცინო დაწესებულებას, რომელშიც მედიკამენტებსა და ვაქცინებს იკვლევენ, მარტში დაესხნენ თავს. გამოცემის ინფორმაციით, მოიპარეს ასობით ბრიტანელის კონფიდენციალური ინფორმაცია, მათ შორის, პასპორტების, დაზღვევის ბარათებისა და ვიზის დოკუმენტების სკანირებული ფოტოები, სამედიცინო ისტორიის ჩანაწერები და ჯანმრთელობის კითხვარები.

გამოცემა წერს, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი ჰაკერები კრემლსა და რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებთან არიან დაკავშირებული და საქართველოდან მოქმედებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG