Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქია კახეთში - დაიტბორა სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები


უხვი ნალექის შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალტეტის სოფლებში, ცოდნისკარში, ჰერესთისკარსა და საქობოში, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

ადგილობრივების თქმით, გაუწმენდავმა სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარა, რამაც ტერიტორიების დატბორვა გამოიწვია.

ამ დროისთვის ლაგოდეხში ყველა მთის მდინარე ადიდებულია, განსაკუთრებით კი - „ნინოს ხევი“.

წყლითაა დაფარული სოფელი კაბლის საავტომობილო გზები
წყლითაა დაფარული სოფელი კაბლის საავტომობილო გზები
დაიტბორა კიტრის, პომიდვრის, წიწაკისა და ბადრიჯნის სათბურები
დაიტბორა კიტრის, პომიდვრის, წიწაკისა და ბადრიჯნის სათბურები

სოფელ კაბლის მოსახლეობა ამბობს, რომ მოვარდნილმა წყალმა ნერგები მოგლიჯა და წაიღო. ზოგ ადგილზე - მიწის მასა. ლაგოდეხის აზერბაიჯანულენოვან სოფელში დახმარებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ სოფელში არ მუშაობს ტექნიკა, რომელმაც შესაძლოა სტიქიის შედეგები შეამციროს.

სტიქიის ზონაში იმყოფებიან მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები, მობილიზებულია სპეცტექნიკა და სამაშველო სამსახური.

დაზარალდა ყვარლის მუნიციპალიტეტიც, სადაც მდინარეები დურუჯი და შოროხევი ადიდდა. ყვარლის ორ სოფელში, ბალღოჯიანსა და ახალსოფელში, შოროხევმა ჯებირი გაარღვია. დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ვენახები და ფერმები.

ადიდებული მდინარე შოროხევი
ადიდებული მდინარე შოროხევი

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, რომ ადიდებული მდინარე დურუჯი ვენახებსაც უქმნის საფრთხეს. ამ დროისთვის, დატბორილია ვენახების ნაწილი. მდინარეების კალაპოტის გასამაგრებლად მიმდინარეობს მძიმე ტექნიკის მობილიზება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG