Accessibility links

დარჩით სახლში


ავტორი: ნინო მუმლაძე

– “დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას”. . .

დღეს უკვე მერამდენედ! ცივი შხაპი გადამავლო ჩემი ფანჯრის მიღმა “მოსიარულე” ხავერდოვანმა ბარიტონმა – სწორედ მაშინ, როცა ჩემს ვირტუალურ სანაპიროზე ნეტარებაში მყოფი “იამაიკის მზეს” ვეფიცხებოდი.

ეგ არაფერი! ჯერ კიდევ ჩვენს კორონამდელ ეპოქაშიც, რეალობასთან ცოტა უბრად მყოფი, ახლა კი უკვე პარალელურ სამყაროში გადაბარგებული თვითშემეცნების ობიექტად ქცეული ეს ჩემი თავი – საჰაერო ხომალდის მსგავსად გასულიყო ჩემივე თვალსაწიერის ორბიტაზე.N

– “დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას”. . . გაისმა ისევ ხავერდოვანი.

მე კიდევ რა მიშავს, ფაქტიურად ნებაყოფლობით თვითიზოლაციაში მყოფს მხოლოდ ეს ხმა თუ დამირღვევს მყუდროებას. აბა იმათ რაღა ქნან, ვისაც “საყოველთაო წესრიგის” მოშლით თავზარი დაეცათ – ვეღარც ვირტუალურ სკოლებსა თუ ბაღებს ამოეფარებიან და ვეღარც ელექტრონულ სამსახურებს!

– “აზრზე არა ვარ მთელი დღე ამ ბავშვებს რა ვუყო!”

– “დედა, რა გაძლება ქონია მარინა მასწავლებელს, ამათ ხელში!”

მართლაც, დედაქალაქსა და სხვა სამყაროდ აღიარებულ “ოაზისებში”, სადაც ინდივიდუალიზმით მოწამლულ სულებს ერთად ძნელად ედგომებათ – დიდი განსაცდელი დაატყდათ თავს. აქაც შეიძლება გაქცევით უშველო თავს და დიდიან-პატარიანა ინტერნეტის უკიდეგანო მორევს მისცე თავი, მაგრამსადამდე, ზურაბ შვილო?” როდემდე? – “არ გაგივა ეს ნომერი შენ, დურუ ხუნჭუა!”

ისევ ძველ ყაიდაზე სოფლად თანამაცხოვრებელი თაობებისთვის – უფრორე პირიქით – მათთვის სწორედ დათითოკაცებისკენ მოწოდება იქცა სასჯელად:

არ გაესვლების ბირჟასა,

საფიხვნო გდია ტიალი,

კაცი მარტოსულ ვერ გასძლებს,

მოჰკლავ ოთხ კედელჩ ტრიალი.

თუ მაინც კარგად მოვჩხრიკავთ, ქართველებისთვის ეგეც კარგად დავიწყებული ძველია. სად იყო კორონა, ჯოტია ცაავა რომ ჩაჯდა თვითიზოლაციაში და ფეხი არ მოუცვლია იქიდან – “ვაჟკაცის სიტყვა მაქ მიცემული-ო.

– “დარჩით სახლში და გაუფრთხილდით”. . . გაისმა ისევ.

კიდევ კარგი, მანამდე მოვასწარი აფთიაქების ჩამორბენა. მართალია, როგორი ცარიელ-ტარიელიც ჩავედი, უკანაც ისევე ამოვბრუნდი, მაგრამ მაინც.

მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ.

არა, განა არ ვიცოდი, რომ საყოველთაო ხორველის (ასე ეძახიან ჩვენში) პირობებში ზღვაში თევზს რა დალევს და ცაში კიდევ ვარსკვლავებს, მარა. . ცდა ბედის მონახევრეა-თქო განწყობით თამამად შევაბიჯე მორიგ აფთიაქში. სანდომიანმა და კეთილთვალება (სახეს ვიღა დაგანახებს დღეს ჩვენს ყოფაში) ქალბატონმა ზრდილობიანად მომიგო – “არც სპირტი გვაქვს და არც პირბადეო”. თუმცა, ვიდრე ჩემი სმენის რეცეპტორები წამწამოვანი უჯრედების “ადიდაში გატარებული” ჰაერის შერხევით გამოწვეულ სიგნალებს ტვინს გადასცემდა და ეს უკანასკნელი, ხმაურს სიტყვებად გარდაქმნიდა – მოლარის თხემის წილისა და შუბლის არედან წამოსულმა იმპულსებმა დაასწრო; და მეც უმალ ვთარგმნე მესიჯი – “აბა ახლა შენ სადა ბანაობ?” თავი უხერხულად ვიგრძენი, მაგრამ წამში ზურგს უკან მობერილმა გრილმა ჰაერმა თავი მიმაბრუნებინა. სად იყო და სად არა, კიდევ ერთი ჩემსავით “გზააბნეული” შემოლასლასდა. სანამ იმან სახის მოვლისა და ბავშვის საწოვარების მწკრივთა რიგი გამოიარა და ვინ იცის, რამდენსაფიქრალმორყეული სხეულით გამჭვირვალე მინით გადაღობილ-ბორდერიზებულ დახლს მოაღწია, წამლის სახელი ქე დავიწყნოდა. გულში ვიფიქრე – “ეჰ, ბებო, შენ რომ წამალს ეძებ, იმასმარტოსულობისა ჰქვიანდა ჯერ არ გამოუგონებიათ-თქო”, მაგრამ . . გულს ხომ არ მოვუკლავდი. ის კი თავისას ჩიოდა. კაცო, რო გვეუბნებიან სახლში დარჩითოან წამალი არ ვიყიდო, ან პური არა ვჭამო?” – თავს იმართლებდა ეს გალეული, ჩია მოხუცი. უცებ წარმოვიდგინე, ალბათ როგორ საწყლად კიკნიდა იმ პურს, მარტოკა სახლში. შეიძლება ერთი კვირაც კი ჰყოფნოდა ის ერთი პური, მაგრამ. . ამას ხომ არ ვეტყოდი. .

წამოველ ჩემთვის ჩაფიქრებული.

თავად განსაჯეთ, ამ ხორველამდე უამრავი ამქვეყნიური საზრუნავით დაღლილ-დაქანცულ ერს, სად გვქონდა იმის ფუფუნება, რომ ჩვენი “წინაპრის” დარად ნაცარი გვექექა! ახლა კი, დაჯექი და ქექე რაც რამე ნაცარია!

ჰოდა შედეგიც არ დააყოვნებს! აი ნახეთ თუ არა.

გაისად, დიდ დემოგრაფიულ აფეთქებას გვიქადის ეს ვირუსი. კორონა ქე ჩაივლის და გენოფონდი ხომ შეგვრჩება. აბა რა დოუდგება წინ!

– “დარჩით სახლში და გაუფრთხილდით”. . .

არა, ქართველების სახლში ჯდომა რას მიქვია – ქუდზე კაციო რო დაიძახებდნენ, ხმალიც გვიჭრიდა და ქუდ. . კი არადა, ენაც. მართალია, ამ უკანასკნელმა ნამეტანი ივაჟკაცა წლეულს – ერთმანეთის შეჩვენებასა და თავზე ნაცრის წაყრაში. “ამნაირები და იმნაირები” სულ ქართველები ვართო. მარა, არ ყოფილა მთლად მასე.

ამ წყეულ ხორველას სხვა ბევრი დადებითი “გვერდითი მოვლენაც” ახლავს თურმე. აგერ, ერთი-ორი სიკეთე ჩვენშიც ქე გამოაჩინა.დეიმსხვრა და დეიქცა სტერეოტიპები. აქაოდა, არაკანონმორჩილი უწესრიგო ერი ვაართო!”

გეყურება შენ ილარიონ?

რაო, რა მინდაო?

წარმოვიდგინე ილარიონს რო ჩავარდონდა ხელთმაი ინტელინიუსი”.

ხედავ რას ჩივა აი ყაზახი საქართველოზე? რაო და ამ პატარა საქართველომ ჩვენზე მეტათ ივარგა; ქე გვჯობნიან ქართველები კორონა თუ რაცხა მჭადია იმასთან ბრძოლაშიო. მართალია, დუნიის თვლაში 44- ადგილზე არიან და ჩვენ ქე ვართ მე-3-ზე მარა. . იმფერი ერთპირობა, შეგნება და მარდობა გამოავლინეს ქართველებმა, იქეთ უშობიან კორონას, თვარა აქეთ ვერაფერს უშობაო.”

ჰოდა, ვზივარ და ვფიქრობ ჩემთვის. მგონი გვეშველა ბიძია-ბაბუა და მივაგენით პასუხს ერთ რიტორიკულ, ყბადაღებულ და პასუხგაუცემელ კითხვაზე-თქვა.

– “დარჩით სახლში და”. . . ყრუდ ისმის უკვე.

– ნეტა ახლა გარეთ გასვლა შემეძლოს!

– რას იზამდი?

– გავიდოდი და ცათმფრენზე ამხედრებული დავაბრუნებდი ვალად დარჩენილ პასუხს კითხვაზე - “გვეშველება რამე?”

ექოთი გახმოვანებული და გაათკეცებული გაიჟღერებდა ჩემი შეძახილიც – “გონია გვეშველა, გვე შვეე ლაა და ეგაა!” - თქვა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG