Accessibility links

შიში მისდევს სიყვარულსა


ავტორი: ქეთინო ბახია

გერმანიაში გაზაფხულია. გარეთ მზეა. მზეში ცხელა. ვსეირნობ მდინარის პირას. თეგდალეულლები მახსენდება რატომღაც. განათლების მიღების შემდეგ უკან რომ დაბრუნდენ, საზოგადოებისთვის მოღვაწეობდნენ. განათლების მიღების შემდეგ საქართველოში არ დავბრუნდი. მაგრამ მაინც მსურს ჩემი მდინარისპირეული ფიქრები გაგიზიაროთ.ეს მდინარე, სადაც მე ვსეირნობ ნელი და პატარაა. თუმცა გაზაფხულია, წყალს ძლივს მიედინება.

ამ წყლის დალევას დღეს არ ვაპირებ.ეხლა კორონაა მსოფლიოში

გაბობოქრებული და მეცნიერული სერიოზული წარმომადგენლობა წინასწარმეტყველებსრომ ამ 2020 წლის ზაფხულში მდინარეებში, ტბებში, აუზებში და ზღვა-ოკეანეებში შესაძლოა ფეხის დასველებაც კი აკრძაძული იყოს.

ვსეირნობ და კომენდატის საათი არ ამომდის თავიდან. საქართველოს კომენდატის საათი. უნდა ვაღიარო, ამ თემაზე პირი მიშრება. ვიხსენებ ძველ დროს. იმ დროს მე რომ მძიმე საათებს საქართველოდან გამოვექეცი, მშობლებიდა მეგობრები კრიზისში მივატოვე.საქართველოზე შიში ოცდაოთხი წლის მანძილზე ვერ დავაოკე.

ჩემი ემიგრირაციის დასაწყისში ჯერ საქართველოსი მეშინოდა; ამავე დროს გერმანიაშიმეშინოდა ენერგიულად მორბენალი, მოუსვენრად მოგზაური, დაუღალავად მეცადინე, გერმანელების. გარდა ამისა ქუჩაზე გადასვლის - თუმცა მანქანები მელოდებოდნენ, მოკლესახელოებიანის ჩაცმის აპრილში - თუმცა ცხელოდა, გავსებული მაცივრის, ბედნიერი ძაღლების და ქათმების. რაც მთავარია, ფუფუნების, ანუ მატერიალური საშუალებებით განპირობებული სიხარულის, მეშინოდა.

მახსოვს, ღია საცურაო აუზზე გამოვუცხადე პირველად ამ ფენომენსუნდობლობა. 1996 წლის მზიან ზაფხულის დღეს, ვიდექი, ბატიბუტს ვხრაკავდი, შაქარს ვაყრიდი და ქაღალდის პარკებში ვაფასოებდი. გერმანელები მზეზე იხრუკებოდნენ. შიგადაშიგ ჩემგან ბატიბუტს ყიდულობდნენ, შიგადაშიგ ნაყინს „ბუტკიდან“.

ეს იყო მაშინ, როდესაც ქართველები ჯერ კიდევ შუქის წასვლა მოსვლას რომ დარდობდნენ, „ბუტკებს“ ბატიბუტებივით ამრავლებდნენ, მე კი დასამარხად განწირულ ქართულ დიპლომს მივრტიროდი და თან მზის და ბატიბუტის ქვაბის სიცხეში ვიწვოდი. ამ პირობებში არ იყო ძნელი ფუფუნების და მასთან დაკავშირებული ხალისის საშიშროებად აღიარება.აუზზე ბავშვების ჟივილ-ხივილმა გამაღიზიანა. ბავშვები უდარდელად თამაშობდნენ ონკანთან. მათ არც მისი ერიდებოდათ რომ ხმაურობდნენ, არც იმისი რომ უფროსებსონკანთანმისვლაში ხელს უშლიდენ. ისინი ალბათ არ იყვნენ არც ძაან მდიდრების შვილები, არც ძაან გამოსულების. ჩვეულებრივი გერმანელი უზრუნველი ბავშვები ერთობოდნენ. ისინი იყვნენ სხვანაირად თავისუფლები.

ნეტა ამ ჟივილ-ხივილში რას მივტიროდი? ამდგარიყავი და თავისუფლება მეგემა, ფული მეგეგმა! უნდობლობამ, დასავლეთში გამეფებული მატერიალურ უზრუნველყოფის მიმართ, ბატიბუტის ავტომატთან დაიწყო გაღვივება. ჩვენც ხომ უზრუნველი ბავშვობა და გართობა გვქონდა თბილიში, გაგრაში თუ ბაკურიანში? ერთ დღე არა, მაგრამ არც ერთი ათწლეული არ დასჭირვებია, ძველ ცხოვრების ბანალურ კეთილდღეობის წარმავალობის შემეცნებას. გონებამ გრძნობა ასე ახნა.

ამ დღის შემდგომ, შინაგანი და გარეგანი თავისუფლების, ისევე როგორც მატერიალური უზრუნველყოფის, სხვადასვა საფეხურები გავიარე. საქართველოსთან კავშირი შევინარჩუნე. მას შემდეგ, რაც ბოლო წლების საქართველოში დასავლური,ფინანსიური საშუალებებით განპირობებული კეთილდღეობის და რაც მთავარია უდარდელობის ნიშნები გამრავლდა, ევრო რემონტები, „ფრიები“ და „ჯაკუზები“ ჩვეულებრივი ამბავი გახდა.ამ განვითარებამ ჯერ დამძაბა. შემდეგ მომადუნა -მატერიალური კეთილდღეობის ლმობიერი თვალით დანახვა დავიწყე. საქართველოში კომენდატის საათია. არ მინდა ძველი, რთული დრო უკან დაბრუნდეს.

გერმანიაში ცხოვრების კომერციალიზაცია შენელებულია.პირველად ვგრძნობ თავს ჭეშმარიტად შინ.

ეს მდინარე შავ ზღვას არ უერთდება.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG