Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიის შედეგად, მოსახლეობა დაზარალდა ლაგოდეხის სოფელ ვარდისუბანში


თითქმის 24-საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა.

ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ გაუნადგურდათ სარდაფებში შენახული პროდუქტი, მათ შორის, ფქვილი და კარტოფილი. ასევე, დაუზიანდათ საოჯახო ინვენტარი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

დაზარალებულთა შორისაა სოფელ ვარდისუბანში მცხოვრები ქეთევან ლომიძე, რომლის საცხოვრებელ სახლთან სანიაღვრე არხი ჩამოდის. ლომიძის თქმით, უკვე წლებია, მერიას არხის გასუფთავებას და გამაგრებას სთხოვს და დაპირებაც მიიღო, რომ პრობლემა მოგვარდებოდა, თუმცა საქმე ამ დრომდე არ გაკეთებულა.

ვარდისუბანში, სახანძრო სამაშველო ჯგუფები, დატბორილი სახლებიდან წყალს ტუმბავენ. ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ სტიქია მასშტაბურია და პრობლემა სანიაღვრე არხების გაუწმენდაობა არაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG