Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით დაზარალებული ქვეყნები განიხილავენ ზომების შემსუბუქების საფრთხეებს


აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნები, რომლებიც მძიმედ დააზარალა კორონავირუსის პანდემიამ, განიხილავენ, როგორ შეამსუბუქონ ბიზნესის და საზოგადოებრივი აქტივობის შეზღუდვები ისე, რომ ამან ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა არ გამოიწვიოს.

სამხრეთ კორეის დედაქალაქის მესვეურებმა 9 მაისს დახურეს 2,100-ზე მეტი ბარი და ღამის კლუბი, კორონავირუსის ინფექციის ახალი კლასტერის გაჩენის გამო. გერმანიაში კორონავირუსი სასაკლაოებში გავრცელდა, იტალიის მთავრობა კი შფოთავს, რომ ხალხი ე.წ. კოქტეილის საათის დროს არ იცავდა ფიზიკური დისტანცირების წესებს, ზომების შემსუბუქების პირველ შაბათ-კვირას.

აშშ-ში, თეთრი სახლის კორონავირუსის კრიზისზე მომუშავე გუნდის სამი წევრი კარანტინში მოთავსდა მას მერე, რაც კონტაქტი ჰქონდათ პირთან, რომელსაც შემდგომში COVID-19, ანუ კორონავირუსით გამოწვეული დაავადება დაუდასტურდა.

მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა აჭარბებს 4 მილიონ ადამიანს, მათ შორის დაღუპულია 279,000-ზე მეტი.

აშშ-ში კვლავ სირთულეებს განიცდიან ბიზნესები, იმის მიუხედავად, რომ ბევრ შტატში თანდათანობით დაიწყო შემზღუდველი ზომების შემსუბუქება. დიდი ზიანი მიადგა ეკონომიკას, უმუშევრობის მაჩვენებელი 14,7 პროცენტია. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ მთავრობა სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესყიდვას დაიწყებს, რომელიც შემდეგ უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს დაურიგდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG