Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთისა და აშშ-ის დიპლომატები ვერ თანხმდებიან პანდემიის შესახებ გაეროს რეზოლუციაზე


როგორც ირკვევა, ჩინეთისა და შეერთებული შტატების დიპლომატები ვერ თანხმდებიან კორონავირუსის პანდემიის შესახებ უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დეტალებზე, რის გამოც შეჩერდა მასზე მუშაობა.

დიპლომატები ამბობენ, რომ უთანხმოება ეხება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხსენებას რეზოლუციაში. აშშ-ის არ სურს დოკუმენტში ეს ორგანიზაცია ახსენონ, ჩინეთი კი აცხადებს, რომ რეზოლუციამ ესეც უნდა მოიცვას.

ჩინელმა დიპლომატმა 9 მაისს თქვა, აშშ-მა შეცვალა პოზიცია რეზოლუციის პროექტთან მიმართებითო, თუმცა ამერიკელი დიპლომატი ამას არ ადასტურებს.

სააგენტო როიტერსმა ანონიმურად დატოვებული დიპლომატების სიტყვები გაავრცელა მას მერე, რაც გაჩნდა ცნობები უთანხმოების შესახებ გაეროს შესაძლო რეზოლუციაზე, რომელსაც გლობალურ კონფლიქტებში ჩართული მხარეებისთვის უნდა მოეწოდებინა ცეცხლის შეწყვეტა პანდემიის დროს.

15 წევრისგან შემდგარი საბჭო უკვე გარკვეული პერიოდია ცდილობს ამ რეზოლუციაზე მუშაობას. მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ პირველად 23 მარტს მოუწოდა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG