Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს, რომ პირობების გარეშე მზად არის აშშ-სთან პატიმრების გაცვლისთვის


მაიკლ უაიტი
მაიკლ უაიტი

ირანი მზად არის აშშ-სთან პატიმრების გაცვლის ოპერაციის ჩასატარებლად, - განაცხადა ირანის მთავრობის პრესმდივანმა, ალი რაბიეიმ და დასძინა, რომ ამ მოწოდებას ვაშინგტონი ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

"ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ ყოველგვარი პირობების გარეშე მზად ვართ ყველა პატიმრის გასაცვლელად და ასევე მზად ვართ დავიწყოთ ამ საკითხის განხილვა ამერიკელებთან, რომლებსაც ჯერჯერობით ჩვენთვის პასუხი არ გაუციათ", - უთხრა რაბიეიმ ახალი ამბების საიტ Khabaronline-ს 10 მარტს.

გასულ კვირაში დასავლეთის მედია ავრცელებდა ცნობებს, რომ თეირანი და ვაშინგტონი განიხილავენ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც გათავისუფლდება ამერიკის საზღვაო ფლოტის ვეტერანი, მაიკლ უაიტი, აშშ-ში პატიმრობაში მყოფი ირანელი პირის სანაცვლოდ.

უაიტი ირანში დააკავეს უზენაესი ლიდერისთვის, აიათოლა ალი ხამენეისთვის შეურაცხყოფის მიყენების და პირადული შინაარსის ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების ბრალდებებით. თუმცა ის მარტში სამედიცინო საფუძვლებით გაუშვეს, კორონავირუსის პანდემიის ფონზე.

გავრცელებული ვარაუდით, ირანში პატიმრობაში სულ მცირე ოთხი ამერიკელი იმყოფება. ირანი აცხადებს, რომ აშშ-ს ირანის 20 მოქალაქე ჰყავს საპატიმროებში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ირანს მარტში მოუწოდა, ჰუმანიტარულ საფუძვლებზე გაათავისუფლოს უსამართლოდ დაპატიმრებული ყველა ამერიკელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG