Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში საპროტესტო გამოსვლებია კორონავირუსის შემზღუდავი ზომების გამო


გერმანიის პოლიციის განცხადებით, რამდენიმე ქალაქში ათობით მოქალაქე იქნა დაპატიმრებული საპროტესტო აქციებზე, რომლებიც გაიმართა კორონავირუსის პანდემიის შემზღუდველი ზომების გამო და შემდეგ, 9 მაისს, აქციების ნაწილმა ძალადობრივი ფორმა მიიღო.

ბერლინის პოლიციის ინფორმაციით, 86 ადამიანი დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც ალექსანდერპლაცზე გამართული დემონსტრაციის დროს პოლიციელებს ბოთლები ესროლეს. დაშავდა სულ მცირე ერთი პოლიციელი.

დასავლეთის ქალაქ დორტმუნდში პოლიცია ამბობს, რომ აქციის დროს მამაკაცი ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს დაესხა თავს, რაც მესამე ასეთი თავდასხმაა გერმანიაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში. 23 წლის თავდამსხმელი დააპატიმრეს.

ქალაქ კიოლნის პოლიცია იუწყება, რომ აქციის ზოგიერთმა მონაწილემ მოქალაქეებს მოუწოდა, ნიღბები მოეხსნათ მაღაზიებში შესვლისას.

მიუნხენში პოლიცია რუპორით მოუწოდებდა დემონსტრანტებს, დაეცვათ ფიზიკური დისტანცირების წესები, რათა მინიმალიზებულიყო ინფიცირების საფრთხე.

აქციები იმის მიუხედავად გაიმართა, რომ გერმანიაში ისედაც დაწყებულია შემზღუდავი ზომების თანდათანობით შემსუბუქების პროცესი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG