Accessibility links

საქართველოში გაიხსნა მაღაზიების ნაწილი და წარმოება განახლდა


დღეიდან, 11 მაისიდან საქართველოში ისევ იხსნება ყველა სახის წარმოება და ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან. ისევ დაკეტილია მაღაზიები, რომლებიც ტანსაცმლით და ფეხსაცმლით ვაჭრობენ და დიდი სავაჭრო ცენტრები - მოლები.

საქართველოს მთავრობის მიერ 24 აპრილს გამოქვეყნებული ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტიდან გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს დახურული ობიექტები 2 კვირიანი შუალედებით უნდა გაიხსნას, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით.

გეგმის მიხედვით, ქუჩიდან შესასვლელის მქონე მაღაზიებს მუშაობა 25 მაისიდან უნდა განეახლებინათ. მათი უფრო ადრე გახსნის გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა კომისიამ 7 მაისს მიიღო, შედარებით ნორმალური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო. ამასთან, ყველა გახსნილ ობიექტს მოეთხოვება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების დაცვა.

სამთავრობო გეგმით განსაზღვრულ ვადაზე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, 5 მაისიდან განაახლეს მუშაობა სამშენებლო კომპანიებმა, სამშენებლო მასალების მწარმოებლებმა, ავტოსამრეცხაოებმა და ავტოსარემონტო მომსახურების ობიექტებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG