Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევაა. კიდევ 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა


საქართველოში 635-დან 638-მდე გაიზარდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი და 309-დან 317-მდე - გამოჯანმრთელებულების.

განახლებული მონაცემები 11 მაისს, 10:10 საათისთვის გამოქვეყნდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge.

ამჟამად კარანტინის რეჟიმშია 4896 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 444.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 10 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG