Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ​კორონავირუსის "აქტიურ" შემთხვევებს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ გადააჭარბა


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთაგან უფრო მეტი გამოჯანმრთელებულია, ვიდრე ახლა ვირუსს სტაციონარში მკურნალობს. მონაცემები stopCoV.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ამ დროის მონაცემებით:

  • სტაციონარშია - 311 ადამიანი;
  • განიკურნა - 317 ადამიანი.

დღევანდელი, 11 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ვირუსი 3 ადამიანს დაუდგინდა, 8 კი გამოჯანმრთელდა. საქართველოში ამ დრომდე კორონავირუსით ინფიცირება ლაბორატორიულად 638 ადამიანს დაუდგინდა. მათგან 10 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG