Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკა სოლოღაშვილი: შეიძლება ითქვას, რომ პიკი გადავლილია, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ


მაკა სოლოღაშვილი
მაკა სოლოღაშვილი

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თანახმად, კლინიკას, დღეის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 1 პაციენტი დაემატა. ექიმის თქმით, ეს არის შუა ხნის ქალი, რომელიც თეთრიწყაროს ცნობილ კლასტერს მიეკუთვნება.

მაკა სოლოღაშვილის თქმით, კლინიკის მაგალითზეც შეიძლება ითქვას, რომ პიკი გადავლილია:

„რიცხვები ძალიან ბევრისმთქმელია. შემოსვლა არის ჩვენი კლინიკის მაგალითზე ძალიან შემცირებული, ახალი პაციენტების გამოვლენა.

საბედნიეროდ შეიძლება ითქვას, რომ პიკი გადავლილია, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ სიფრთხილე არ უნდა დავკარგოთ და უნდა დავიცვათ ის, რა რეკომენდაციებიც გვაქვს. საუბარი მაქვს მოსახლეობის მიმართ.“, - უთხრა ჟურნალისტებს მაკა სოლოღაშვილმა. მისი თქმით, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კოვიდ-19-ით ინფიცირებული 62 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 5 პაციენტი ითვლება საყურადღებოდ, დანარჩენების მდგომარეობა კი მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა. კლინიკაში მძიმე პაციენტი არ ჰყავთ.

საქართველოში 11 მაისის დილის მონაცემებით, 635-დან 638-მდე გაიზარდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი და 309-დან 317-მდე გამოჯანმრთელებულების. გარდაცვლილია 10 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG