Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთში 11 მაისიდან კიდევ უფრო შემსუბუქდა კარანტინის ზომები


11 მაისიდან ჩეხეთის რესპუბლიკაში კიდევ უფრო შემსუბუქდა საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული მკაცრი შეზღუდვები.

მთავრობის მიერ გამოცხადებული ეტაპობრივი გეგმის თანახმად, ორშაბათიდან მუშაობას განაახლებენ დიდი მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები, საპარიკმახერო და სილამაზის სალონები, თუმცა კვლავ აუცილებელია სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარება.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში აცხადებს, რომ მთავრობა არ აპირებს გააგრძელოს კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის გამო 16 მარტს შემოღებული საგანგებო მდგომარეობა, რომლის მოქმედების ვადა 17 მაისს იწურება.

18 მაისიდან ჩეხეთის უდიდესი ავიაკომანია Czech Airlines-ი განაახლებს ფრენებს თავდაპირველად ამსტერდამის, ფრანკფურტის, პარიზისა და სტოკჰოლმის მიმართულებით. მომდევნო კვირაში კი ამას დაემატება კიევის, ოდესისა და ბუქარესტის მიმართულება.

კორონავირუსის ეპიდემიის განმავლობაში ჩეხეთის რესპუბლიკაში დაინფიცირდა 8 123 ადამიანი, 4 474 განიკურა, 280 პაციენტი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG