Accessibility links

გიორგი კეკელიძე: ბიბლიოთეკა ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ იწყებს მუშაობას


ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის თქმით, სამკითხველო დარბაზები ივლისიდან ამუშავდება, ღონისძიებები კი სრულად სექტემბრიდან განახლდება. ამის შესახებ მან ფეისბუკზე დაწერა.

"ეროვნული ბიბლიოთეკა ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ იწყებს მუშაობას... მაისის მიწურულიდან, გრაფიკის დაცვით, განახლდება წიგნების მიღება, დამუშავება, დიგიტალიზაცია, ციფრული ბაზების შევსება", - აღნიშნავს ის.

მისივე თქმით, პერსონალი, რისკჯგუფების გამოკლებით, ივლის გრაფიკით და დაცული იქნება ყველა სამედიცინო რეკომენდაცია - ბარიერები, დამცავი ფარები, ანტიბაქტერიული სითხეები და სხვა ეკიპირება, სამუშაო მაგიდები კი დისტანციურად განთავსდება.

"ამ ფორმატით ამუშავდება სხვა რეგიონული ბიბლიოთეკებიც", - წერს ის.

ბიბლიოთეკები საქართველოში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დაახლოებით, ორი თვის წინ დაიხურა. ამ დრომდე მკითხველებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა ბიბლიოთეკის სერვისებით ესარგებლათ. ამ ეტაპზე, მთავრობის გადაწყვეტილებით, ნელ-ნელა მცირდება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც კორონავირუსის გამო დაწესდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG