Accessibility links

13 წლის მოზარდის ოჯახი პოლიციას ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს


ტყიბულში 13 წლის მოზარდის ოჯახი პოლიციას ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს. შემთხვევა რამდენიმე კვირის წინ მოხდა.

"იძალადა ბავშვზე როგორც ხელის კვრით, ისე მორალურად, ფსიქოლოგიურად. ხელის კვრით აგდებდა გარეთ. ბოლო ხმაზე უყვიროდა ბავშვს - "გადი ამ სახლიდან, ამ სახლში არ გაქვს შემოსვლის უფლება". შენ რომ ჩემი შვილი იყო, გაგდღლიზავდი შუაზე. მე შენ ახლა გამოგიწერ შემაკავებელ ორდერს, ვიცი, სადაც წაგიყვან და სადაც არის საჭირო", - მოუყვა "მთავარ არხს" ბავშვის ბებია.

ამავე არხთან საუბრის დროს გამომძიებელი ეკა ისაკაძე ამბობს, რომ მზად არის ყველა კითხვას უპასუხოს.

საქმეს რამდენიმე დღეა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლით გამომძიებლის მხრიდან მუქარით უფლებამოსილების გადამეტება ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობით ისჯება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG