Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: Daily Mail-ის სტატია უამრავ ცრუ ინფორმაციას შეიცავს


პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, Daily Mail-ის სტატია უამრავ უზუსტობას და ფეიკინფორმაციას შეიცავს.

ბრიტანულმა ტაბლოიდმა 9 მაისს დაწერა, რომ საქართველოში მოქმედებს რუსეთის უშიშროების სამსახურთან კავშირის მქონე ჰაკერთა ჯგუფი და მან მონაცემები მოიპარა ლონდონის სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც ვაქცინებს და მედიკამენტებს იკვლევენ.

ირაკლი კობახიძემ დღეს, 11 მაისს მედიას უთხრა, რომ მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში შესაძლოა, სხვადასხვა ინტერესი იყოს: „ჩვენ ვიცით როგორ, მაგალითად, მზადდება ხოლმე საერთაშორისო გაშუქება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან. ვიცით, რა კონტრაქტებს აფორმებენ და ასე შემდეგ. და რა ინტერესი კონკრეტულად შეიძლება იყოს ამ საქმეში, ამასაც დავაზუსტებთ და მოგახსენებთ“.

„რაც შეეხება გამოცემას, ერთ ფაქტს გეტყვით მაგალითად, რომ ტრამპის ოჯახმა ამ გამოცემას მოუგო სამმილიონდოლარიანი საქმე, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს“, - განაცხადა კობახიძემ.

10 მაისს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ Daily Mail-ის ინფორმაციას შესაბამისი სტრუქტურები არ ადასტურებენ: „ჩვენს ოპონენტებს ამჯერადაც იმედი უნდა გავუცრუოთ - საქართველო არანაირად არ ფიგურირებს ამ ნეგატიურ მოვლენაში, თუმცა ეს მათი სურვილია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG