Accessibility links

“ამნესტი ინტერნეიშენალი”: სირიის და რუსეთის სამხედრო ძალების ბოლო დროის თავდასხმები „სამხედრო დანაშაულის ტოლფასია“


საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალი“ აცხადებს, რომ მან დოკუმენტურად დაადასტურა სირიის რეჟიმისა და რუსეთის სამხედროების მიერ ბოლო წელს სირიის ჩრდილო-დასავლეთში მომხდარი 18 თავდასხმა, რომელიც უტოლდება სამხედრო დანაშაულს.

უფლებადამცველი ორგანიზაციის 10 მაისის ანგარიში მოიცავს 2019 წლის მაისიდან 2020 წლის თებერვალში ქალაქ იდლიბსა და მის შემოგარენში მომხდარ თავდასხმებს, რომლებსაც თან ახლდა საერთაშორისო სამართლის მრავლობითი დარღვევა.

„ეს დარღვევები სამხედრო დანაშაულის ტოლფასია“, - ნათქვამია „ამნესტი ინტერნეიშენალის“ ანგარიშში. დოკუმენტში მოყვანილია სირიის სამთავრობო ჯარების სამი მიწისზედა თავდასხმა და ორი აფეთქება მოწყობილი კასრის ბომბების გამოყენებით. დანარჩენი 14 დარტყმა განხორციელდა ჰაერიდან: ორის სირიის სამთავრობო ჯარების, შვიდი - რუსეთის სამთავრობო ჯარებისა და დანარჩენი ოთხი თავდასხმა სირიისა და რუსეთის ერთობლივი მონაწილეობით.

„ამნესტი ინტერნეიშენალი“ აცხადებს, რომ თავისი დასკვნა გაუგზავნა სირიის საკითხების გაეროს მისიას, რომელიც სირიისა და რუსეთის მთავრობათა საქმიანობას სწავლობს, მაგრამ 4 მაისამდე, როდესაც ანგარიში მზად იყო, პასუხი არ მიუღია.

მანამდე გამოქვეყნდა გაეროს ანგარიში სირიაში სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის შესახებ, რომელსაც კრიტიკა მოჰყვა იმის გამო, რომ დოკუმენტში არ იყო ნახსენები რუსეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG