Accessibility links

საქართველოში COVID-19-ით მე-11 პაციენტი გარდაიცვალა


საქართველოში COVID-19-ით გარდაიცვალა კიდევ ერთი პაციენტი. ის ბათუმის კლინიკა "მედალფაში" იმყოფებოდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. მათგან ყველაზე ახალგაზრდა 45 წლის იყო. საქართველოში პირველი ლეტალური შედეგი 4 აპრილს დაფიქსირდა.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ამ დრომდე აღრიცხულია, საერთო ჯამში, 638 შემთხვევა. მათგან 317 უკვე გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG