Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალიც ერთი წლით გადაიდო


სლოვაკეთის ქალაქ ბანსკა-ბისტრიცაში ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2022 წლის 24-30 ივლისს გაიმართება.

წინასწარი გეგმით, ფესტივალი მომავალი წლის ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ საორგანიზაციო კომიტეტმა ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებთან (EOC) შეთანხმებით, საერთაშორისო კალენდარში ახალი თარიღი ჩანიშნა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან კორონავირუსის პანდემიამ და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების 2021 წლის ზაფხულისთვის გადადებამ მსოფლიოს სპორტის კალენდარში ბევრი რამ შეცვალა. გაუქმდა ან გადაიდო მომავალ წელს გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატები სპორტის რამდენიმე სახეობაში.

ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალები 1991 წლიდან იმართება, ორ წელიწადში ერთხელ და აქამდე ეს ტრადიცია ერთხელაც არ დარღვეულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG