Accessibility links

COVID-19-ით დღეს გარდაცვლილი პაციენტი 81 წლის მამაკაცია


კლინიკა "მედალფა"

ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ COVID-19-ით დღეს გარდაცვლილი პაციენტი 81 წლის მამაკაცია. მისი დაინფიცირება „ქობულეთის კლასტერს“ უკავშირდებოდა. 18 აპრილს, ამავე კლინიკაში COVID-19-ით გარდაიცვალა მისი ცოლიც.

81 წლის მამაკაცს, რომლის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო, ბათუმის კლინიკაში 9 აპრილიდან მკურნალობდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა მძიმე თანმდევი დაავადებების გამო. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ინფიცირებამდე პაციენტს ინსულტიც ჰქონდა გადატანილი.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა.

პირველი პაციენტი - 79 წლის ქალი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 4 აპრილს გარდაიცვალა.

მეორე პაციენტი - 81 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 5 აპრილს გარდაიცვალა.

მესამე პაციენტი - 86 წლის ქალი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 7 აპრილს გარდაიცვალა.

მეოთხე პაციენტი - 70 წლის ქალი ბათუმში კლინიკა „მედალფაში“ 18 აპრილს გარდაიცვალა.

მეხუთე პაციენტი - 68 წლის კაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 22 აპრილს გარდაიცვალა.

მეექვსე პაციენტი - 83 წლის კაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 26 აპრილს გარდაიცვალა.

მეშვიდე პაციენტი - 83 წლის კაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 1 მაისს გარდაიცვალა.

მერვე პაციენტი - 72 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 2 მაისს გარდაიცვალა.

მეცხრე პაციენტი - 58 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 3 მაისს გარდაიცვალა.

მეათე პაციენტი - 45 წლის ქალი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 8 მაისს გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG