Accessibility links

კალაძე უგულავა-ოქრუაშვილი-რურუას გათავისუფლებაზე: უკანონობაზე პასუხისმგებლობას არავინ აიღებდა


კახა კალაძე თანაგუნდელების მსგავსად იმეორებს, რომ "ქართული ოცნება" ელჩების ჩართულობით ოპოზიციას არ შეთანხმებია გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზე.

"8 მარტის შეთანხმებაში, ზოგადად, განხილულიც კი არ ყოფილა, ცხადია, ვერ იქნებოდა, უკანონობის პასუხისმგებლობას ელჩების თანდასწრებით არავინ აიღებდა. შეთანხმების დეტალები მოცემულია შეთანხმების დოკუმენტში", - თქვა მან.

დღეს, 11 მაისს ქართული ოცნების ლიდერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და საარჩევნო საკითხებზე საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა. მისი თქმით, მმართველი პარტია ოპოზიციასთან შეთანხმების დეტალებს ზედმიწევნით ასრულებს. ოპოზიციის მხრიდან დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერების გათავისუფლების მოთხოვნა კი საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფაა. მან მოლაპარაკებაში მონაწილე ელჩებს სთხოვა, დაადასტურონ, რომ მმართველ პარტიას არ აუღია გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლების ვალდებულება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG