Accessibility links

მოსკოვის ოლქის კერძო ჰოსპისში ხანძრის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა


მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში, კერძო ჰოსპისში ხანძრის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, დაკავებულია მისი ორგანიზატორი.

როგორც რუსეთის მთავარ საგამოძიებო სამმართველოში აცხადებენ, დაკავებულია ჰოსპის „მეორე სახლის“ ორგანიზატორი დმიტრი ნოვიკოვი. „ტასის“ ცნობით, ის თავად გამოცხადდა გამომძიებლებთან. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე გაუფრთხილებლობის გამო ორი ან მეტი ადამიანის სიკვდილის მუხლით.

ასევე იტყობინებიან, რომ ჰოსპისი რეგისტრირებული იყო როგორც დაწესებულება სადღეღამისო ზედამხედველობით, ამიტომ მასში არ მოწმდებოდა სახანძრო უსაფრთხოება.

„რია ნოვოსტის“ ცნობით, დაწესებულებას არ ჰქონია არავითარი დოკუმენტები წარმოებული საქმიანობის შესახებ და ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლში იყო განთავსებული.

ხანძარი მოხდა კვირას ღამით. უკანასკნელი მონაცემებით, დაიღუპა 9 ადამიანი, კიდევ 9 ჰოსპიტალიზებულია. ექვსი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია, სამს საშუალო ხარისხის დამწვრობა აქვს. მთლიანობაში ჰოსპისში ხანძრის მომენტისთვის 66-დან 99 წლამდე ასაკის 29 ხანდაზმული ადამიანი იმყოფებოდა.

წინასწარი მონაცემებით, ხანძარი გამოიწვია ელექტროგაყვანილობის გაუმართაობამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG