Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი: ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ქალმა საპირფარეშოში იმშობიარა


საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ერთ-ერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გასულ წელს ქალმა საპირფარეშოში იმშობიარა. როგორც ომბუდსმენის მოადგილემ, ეკა სხილაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, ის მანამდე დაწესებულებაში მომუშავე გინეკოლოგმა გასინჯა, თუმცა ორსულობა ვერ დაუდგენია.

"მონიტორინგის დროს გამოვლინდა ბევრი სისტემური ხასიათის პრობლემა და, ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ტიპის დაწესებულებებში უგულებელყოფილია ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ის საჭიროებები, რაც მასთან დაკავშირებით არსებობს. ყველაზე მთავარი ისაა, რომ არ ხდება დანიშნული მკურნალობის შეფასება ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე", - განმარტავს სხილაძე.

მისი თქმით, სრული ანგარიში, რომელიც საქართველოში ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე ქალების რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის უფლებრივ მდგომარეობას ასახავს, მალე გამოქვეყნდება. ანგარიშის გამოქვეყნებამდე მიგნებების შესახებ ინფორმაცია პრაიმტაიმმა გაავრცელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG