Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: საქართველო არის ღვინის სამშობლო, არგონავტების სამშობლო


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, აჭარის სასტუმრო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თქვა, რომ სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, მშენებლობის, მაგრამ პირველ რიგში ტურიზმის ეფექტური გახსნა უნდა გახდეს წინაპირობა, რომ საქართველო, როგორც ტურისტული ბრენდი, მსოფლიო ბაზარზე პოზიციონირებდეს არა მხოლოდ როგორც ზღვის, მთის, ღვინის, მდიდარი ისტორიის, კულტურის, სამზარეულოს მქონე სახელმწიფო, არამედ - უსაფრთხო ქვეყანა ვირუსის თვალსაზრისით.

„ყველაფერს, რაც აქამდე გვქონდა გაკეთებული და რაშიც უამრავი რესურსი გვქონდა ჩადებული, უნდა დავუმატოთ, რომ გარდა იმისა, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო, არგონავტების სამშობლო, ეს არის ქვეყანა, რომელიც ეფექტურად უმკლავდება პანდემიას და ვირუსის თვალსაზრისით უსაფრთხოა. ამას კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს. ამას რომ მივაღწიოთ, მხოლოდ ამის დეკლარირება საკმარისი არ არის. დეკლარირებასთან ერთად ეკონომიკის გახსნის პროცესში უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილები“, - თქვა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლის ტექსტი მედიამ მთავრობის ადმინისტრაციისგან მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG