Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ტელევიზიის დირექტორმა გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი მალხაზ რეხვიაშვილი გაათავისუფლა


სატელევიზიო გადაცემა „ჰეშთეგის“ ერთ-ერთი წამყვანი და აჭარის ტელევიზიის ალტერნალირული პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი სამსახურიდან გაანთავისუფლეს. ამის შესახებ მაუწყებლის დირექტორმა, გიგა კოხრეიძემ მას წერილობით შეატყობინა.

მალხაზ რეხვიაშვილი ამბობს, რომ „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებული მოსაზრების გამო დაითხოვეს სამსახურიდან. რომლითაც რეხვიაშვილი ეხმაურებოდა აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გადაცემის წამყვანის თეონა თურმანიძის ეთერიდან მოხსნას (იგივე მიზეზით - „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული „სტატუსის“ გამო).

დირექტიორის, გოგა კოხრეიძის ინიციატივით გასულ თვე რეგიონულმა მაუწყებელმა სოციალურ ქსელში ქცევის წესები შეიმუშავა, რომლის დარღვევასაც მენეჯმენტი ჟურნალისტს ედავება.

აჭარის ტელევიზიაში ახლად შექმნილი ალტერნატიული პროფკავშირებში გაერთიანებული 80 ჟურნალსიტი მარტში შრომითი უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად გაფიცვას გეგმავდა, თუმცა პანდემიის გამო პროცესი გადადეს. თავის მხრივ, რეგიონული მაუწყებლის დირექტორმა, გოგა კოხრეიძემ, პროფკავშირებში გაერთიანებული ჟურნალსიტების ნაწილი სხვა პოზიციაზე გადაიყვანა, ნაწილი საქმიანობას ჩამოაშორა, გადაცემა „ჰეშთეგი“ სხვა პროგრამებთან ერთად ეთერიდან მოხსნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG