Accessibility links

ნეიროქირურგ ალექსეი კაშჩეევის თქმით, პანდემიის განმავლობაში რუსეთში დაახლოებით 160 მედიკოსი გარდაიცვალა


პანდემიის განმავლობაში რუსეთში დაახლოებით 160 მედიკოსი გარდაიცვალა, იტყობინება ე.წ. „ხსოვნის სიის“ ერთ-ერთი შემდგენელი, ექიმი-ნეიროქირურგი და პოდკასტ „საორდინატოროს“ ავტორი ალექსეი კაშჩეევი.

მან განაცხადა, რომ სია არაოფიციალურია და მის შემდგენლებს არ შეუძლიათ სრულად გამორკვევა, რა გარემოებებში დაავადდნენ და გარდაიცვალნენ სამედიცინო მუშაკები.

კაშჩეევმა კვლავ გამოხატა უნდობლობა ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიმართ და აღნიშნა, რომ ექიმებს „მონაცემთა გაყალბებასთან და შენაცვლებასთან აქვთ საქმე“.

აპრილის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ სანქტ-პეტერბურგის ბოტკინის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებოდა 120 ექიმი, რომელსაც COVID-19 დაუდასტურეს, სანქტ-პეტერბურგის მარიას საავადმყოფოში კი იმავე პერიოდში 50 ექიმი იყო დაავადებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG