Accessibility links

ეზუგბაიას ინფორმაციით, COVID-19-ის 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა საკარანტინო სივრციდანაა


მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თანახმად, COVID-19-ის 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა საკარანტინო სივრციდანაა. მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან ვერ დააკონკრეტა, ვირუსის გავრცელების რომელ კლასტერს მიეკუთვნება ახალი ინფიცირებული. ექიმის თანახმად, გამოკვლევები მასთან კონტაქტში მყოფ პირებს უტარდებათ. მარინა ეზუგბაიას თქმით, ასეთი 4 პირია:

„კონტაქტები მოძიებულია, 4 კონტაქტია, რომელთა PCR დიაგნოსტიკა ანუ ვირუსზე კვლევა განმეორებას საჭიროებს და დღეს განმეორდება და გაირკვევა, რამდენად ეს პირებიც იქნებიან დადასტურებულები. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, როცა განმეორებას ითხოვს ხოლმე ტესტი, მაინც უფრო უარყოფითია, ვიდრე დადებითი. ვიმედოვნებ, ასე იქნება, მაგრამ ესეც პრობლემა არ არის“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას ცნობით, ამ დროისათვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევით 37 პაციენტი მკურნალობს. მათგან 1-ის მდგომარეობა კრიტიკულია, სამს კი მძიმე პნევმონია აქვს.

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 638-დან 639-მდე გაიზარდა. დადასტურდა კორონავირუსისგან კიდევ 32 პაციენტის გამოჯანმრთელება. საერთო რიცხვი 317-დან 349-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია 11 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG