Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კორონავირუსზე სამკურნალოდ ახალ ტექნოლოგიას დანერგავს


პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებზე დასაკვირვებლად ე.წ. პაციენტის მონიტორებს ყიდულობს. კლინიკა ასეთი 100 მოწყობილობით აღიჭურვება, რომელთა საერთო ღირებულებაც, დაახლოებით, 219 ათასი ლარია.

მოწყობილობაზე პაციენტის სამედიცინო მონაცემები იქნება აღბეჭდილი და მას დისტანციურად დააკვირდებიან.

"ეს არის ელექტრონული სისტემა, სადაც 24 საათის განმავლობაში აღირიცხება სატურაცია, სუნთქვისა და გულისცემის სიხშირე, წნევა და ტემპერატურა. იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ინფიცირების რისკი იყოს დაბალი - არ გავზომოთ წნევა ყურით, არ გამოვიყენოთ ვერცხლისწყლის თერმომეტრი და რადგან პლაქვენილით მკურნალობენ, ელექტროკარდიოგრამაზე არ გადავიღოთ ყოველწუთიერად", - უთხრა რადიო თავისუფლებას კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ლევან რატიანმა.

კლინიკის განმარტებით, მონიტორებისა და ცენტრალური მონიტორინგის სადგურის არსებობის შემთხვევაში, კლინიკაში მოგვარდება ორი უმთავრესი პრობლემა: შემცირდება მედპერსონალის ინფიცირების რისკი და პაციენტებს მუდმივად დააკვირდებიან.

"რაიმე მაჩვენებლის ცვლილების შემთხვევაში რეაგირება განხორციელდება მყისიერად", - განმარტავს კლინიკა.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ერთდროულად კორონავირუსით ინფიცირებული 150 პაციენტის მოვლა შეუძლია. დღეს ის საქართველოში ინფიცირებულთა მიღების ყველაზე დიდი ცენტრია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG