Accessibility links

ირანში დროებით იხსნება მეჩეთები


ირანის მეჩეთები დროებით კვლავ იხსნება 12 მაისს, რაც კიდევ ერთი ნაბიჯია კორონავირუსის პანდემიის შესაკავებლად შემოღებული მკაცრი ზომების შესასუსტებლად.

მეჩეთების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციით. ამის შესახებ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRIB-ი იტყობინება ისლამური განვითარების ორგანიზაციის დირექტორზე, მუჰამედ ყომიზე დაყრდნობით.

მოგვიანებით ყომიმ თქვა, რომ მეჩეთები გაიხსნება მხოლოდ სამი დღის განმავლობაში, რაც რამადანის წმინდა თვის დღესასწაულთანაა დაკავშირებული.

ირანმა, რომელიც კორონავირუსით ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაზარალებული ქვეყანაა ახლო აღმოსავლეთში, შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ზოგ ნაწილში ინფექციის მატება შეინიშნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG