Accessibility links

ქაბულში შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ კლინიკას, რომელიც ეკუთვნის ორგანიზაციას „ექიმები უსაზღვრებოდ“


12 მაისს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ კლინიკას, რომელიც ეკუთვნის საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიაციას „ექიმები უსაზღვრებოდ“. ამის შესახებ ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განუცხადა რადიო თავისუფლებას.

სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის, მარვა ამინის თქმით, ინციდენტის ადგილზე გაგზავნილი არიან ავღანეთის სპეცდანიშნულების ნაწილები.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოთხი სამოქალაქო პირი დაიღუპა, არის დაჭრილები. მოკლულია ერთი თავდამსხმელი.

მომხდარისთვის არცერთ ჯგუფს არ აუღია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, მაგრამ თალიბანმა განაცხადა, რომ მას არა აქვს ამ ინციდენტთან კავშირი.

როგორც იტყობინებიან, შესაძლოა თავდასხმის დროს კლინიკაში იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG