Accessibility links

საქართველოს დიდი ქალაქების შესასვლელებს სამხედროები აღარ გააკონტროლებენ


საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, საქართველოს დიდი ქალაქების შესასვლელ-გასასვლელებთან გახსნილ სპეციალურ საგუშაგოებზე თავდაცვის ძალების წარმომადგენლები აღარ იქნებიან.

გადაწყვეტილება დღეს მიიღო უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ. დღეიდან ამ საგუშაგოებს მხოლოდ პოლიციელები გააკონტროლებენ.

თავდაცვის ძალები ვითარებას აკონტროლებდნენ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად 21 მარტიდან გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლითაა გამოცხადებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG