Accessibility links

ჩინეთის ხელისუფლება მოსახლეობის მასობრივ ტესტირებას ჩაატარებს ქალაქ უჰანში


ჩინეთის ხელისუფლება მოსახლეობის მასობრივ ტესტირებას ჩაატარებს ქალაქ უჰანში, საიდანაც დაიწყო გავრცელება კორონავირუსმა გასული წლის ბოლოს. ამის შესახებ როიტერსი იტყობინება წყაროზე დაყრდნობით. ანალიზები ათი დღის განმავლობაში ჩატარდება.

უჰანის მოსახლეობა 11 მილიონია. ამ დღეებში, ერთი თვის განმავლობაში პირველად, ქალაქში აღმოჩნდა კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა და ათზე მეტი უსიმპტომო მატარებელი.

იანვრის ბოლოს უჰანში მკაცრი კარანტინი დააწესეს კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად. საკარანტინო ზომები ორ თვეს გაგრძელდა. აპრილის დამდეგს მოხსნეს ქალაქში შესვლის და გასვლის აკრძალვა. ეპიდემიის მთელი ხნის მანძილზე უჰანში გამოვლენილია COVID-19-ის 50 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევა. გარდაიცვალა ოთხასამდე პაციენტი.

ჩინეთის სამედიცინო ორგანოების ექსპერტები ადრე აცხადებდნენ, რომ კარანტინის შესუსტებისა და ხალხის ნორმალური გადაადგილების განახლების შედეგად სავსებით შესაძლებელია ინფიცირების სტატისტიკის ზრდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG