Accessibility links

ლევან დავითაშვილი: მოსახლეობას სოფლისკენ მიბრუნების სტიმული ბიძინა ივანიშვილმა მისცა


სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის სიტყვებით, საქართველოს მოსახლეობისთვის სოფლის მეურნეობისკენ მიბრუნების მთავარი სტიმული ბიძინა ივანიშვილი და მისი ფინანსური დახმარება იყო. მინისტრმა ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზედენტაციის დაწყებამდე გააკეთა.

მისი სიტყვებით, 2013 წელს სოფლის მეურნეობა გამოცხადდა ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტად და მაშინ ბიძინა ივანიშვილმა 200 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა სოფლის მეურნეობაში.

„უპრეცედენტოდ დიდი დახმარება იყო, ამ პერიოდში, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, მან პირადი სახსრები, დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე დახარჯა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ეს იყო ფაქტობრივად გარდამტეხი მომენტი სოფლის მეურნეობაში. ამ პერიოდამდე ჩვენ ყოველწლიურად გვქონდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების შემცირება“, - განაცხდა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მისი სიტყვებით, „ფაქტობრივად სოფლის მეურნეობისკენ და სოფლისკენ მიბრუნება ჩვენი მოსახლეობის, ამ სტიმულმა გამოიწვია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG