Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი მეორე ადგილზე გავიდა მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობით


რუსეთის ოპერატიული შტაბის თანახმად, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში გამოვლინდა კორონავირუსით დაავადების 10 899 ახალი შემთხვევა, რითაც, ჯამში, რუსეთი მეორე ადგილზე გავიდა კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობით და უკან ჩამოიტოვა ესპანეთი.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანახმად, ეპიდემიის განმავლობაში რუსეთში COVID-19-ის ინფექციით დაავადდა 232 243 კაცი. 2116 პაციენტი გარდაიცვალა.

ამ სტატისტიკის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღარ გააგრძელა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული „არასამუშაო დღეების რეჟიმი“. ამასთან, კარანტინიდან გამოსვლის კონკრეტული გრაფიკის შედგენა, რუსეთის რეგიონული ხელისუფლების ორგანოებს დაეკისრათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG