Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი მთავარ საფრთხედ დასახელდა პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში


ონჯეი დუდა
ონჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტმა, ონჯეი დუდამ 12 მაისს ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას, რომელიც 30 აპრილს ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა. დოკუმენტში, გავრცელებული ცნობით, აღწერილია პოლონეთის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არსებული ძირითადი საფრთხეები, რომელთა შორის ნახსენებია რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეც.

„ცხადია, ეს საფრთხე, კარგად არის ცნობილი. ეს არის რუსეთის აგრესიული პოლიტიკა. ჩვენ ვუპირისპრდებით ამ პოლიტიკას, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აქტიური მონაწილეობით. პოლონეთის არმიის მებრძოლები არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით არიან განლაგებული, არამედ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე და ასევე ნატოს ბლოკის წევრ ქვეყნებში“, - განაცხადა პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა.

იწუყებიან, რომ პოლონეთის ეროვნულ სტრატეგიაში საფრთხეთა ჩამონათვალში განსაზღვრულია ასევე უკანასკნელი საფრთხე, ჩინეთიდან მომდინარე კორონავირუსის სახით.

პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბოლო სტრატეგია 2014 წელს შეიქმნა. მაგრამ ეს დოკუმენტი არ ითვალისწინებდა რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებს, უკრაინის მიმართ კრემლის აგრესიული მოქმედებების კონტექტსში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG