Accessibility links

IMF: პანდემია გლობალურ ეკონომიკას პროგნოზირებულზე უფრო ძლიერ დარტყმას მიაყენებს


კრისტალინა გეორგიევა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) აცხადებს, რომ „დიდი ალბათობით“, ფონდი ამ წელიწადში მეორედ შეამცირებს 2020 წლის ეკონომიკური ზრდის გლობალურ მაჩვენებელს იმ დიდი ზარალის გამო, რაც კორონავირუსის პანდემიით მიადგება მსოფლიოს მრავალ ეკონომიკას.

„ფაინენშელ თაიმსის“ მიერ 12 მაისს ვაშინგტონში
ორგანიზებულ ვებკონფერენციაში მონაწილეობის დროს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრისტალინა გეროგიევამ განაცხადა, რომ მრავალი ქვეყნიდან მიღებული ბოლო მონაცემები ფონდის „ისედაც ძალიან პესიმისტურ პროგნოზებზე“ უარესიაო. „ძალიან დიდი ალბათობით, პროგნოზებს განვაახლებთ სადღაც ივნისში,“ - აღნიშნა გეორგიევამ. „იმ დროისთვის... ჩვენ მოველით, რომ იქნება უფრო მეტი ცუდ ამბავი იმ კუთხით, როგორც ჩვენ გვესმის 2020 წელი“.

იანვარში, ვიდრე ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არსებობდა კორონავირუსის გამო შემოღებული შეზღუდვები, საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2020 წელს გლობალურად 3,3%-იან ეკონომიურ ზრდას პროგნოზირებდა. შედარებისათვის 2019 წელის ეს მაჩვენებელი უდრიდა 2,9%-ს. ხოლო 2021 წელს გლობალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლი, ფონდის პროგნოზით, 3,4%-ს მიაღწევდა.

მაგრამ IMF-ის ექსპერტებმა აპრილის ბოლოს განზე გადადეს ადრინდელი პროგნოზი და შეფასებებში დაიწყეს იმ გავლენის შეტანა, რასაც კორონავირუსის გამო შემოღებული შეზღუდვები ახდენს მსოფლიო ეკონომიკაზე. „იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ პანდემია და მისგან გამომდინარე შეკავება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მეორე კვარტალში მიაღწევს პიკს და იგი მხოლოდ წლის მეორე ნახევარში დაიწყებს კლებას, ჩვენი პროგნოზით, ეკონომიკის გლობალური ზრდა 2020 პროცენტში მინუს სამი პროცენტით დაეცემა“, -განაცხადა 14 აპრილს IMF-ის კვლევების დეპარტამენტის დირექტორმა გიტა გოპინატმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG