Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშრაფ ღანიმ მოუწოდა უსაფრთხოების ძალებს, განაახლონ შეტევითი ოპერაციები ექსტრემისტების წინააღმდეგ


აშრაფ ღანი
აშრაფ ღანი

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ მოუწოდა ქვეყნის უსფრთხოების ძალებს განაახლონ შეტევითი ოპერაციები თალიბანისა და სხვა ექსტრემისტული ძალების წინააღმდეგ იმ სისხლიანი თავდასხმების შემდეგ, რასაც ქაბულსა და პროვინცია ნაგარჰარში 12 მაისს ათობით ადამიანი ემსხვერპლა.

12 მაისს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის უპირატესად შიიტებით დასახლებულ რაიონში, სამი შეიარაღებული პირი თავს დაესხა სახელმწიფო სამშობიარო სახლს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის, ორი ახალშობილი.

იმავე დღეს ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, ნანგარჰარის პროვინციის ერთ-ერთ ოლქში 24 ადამიანი დაიღუპა და 68 დაიჭრა დაკრძალვის ცერემონიაზე თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად.

მიუხედავად ამისა, რომ ამ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ სატელევიზო მიმართვის დროს განაცხადა, რომ „უბრძანა უსაფრთხოების ძალებს გადავიდეს აქტიური თავდაცვის რეჟიმიდან გადავიდეს შეტევით რეჟიმზე და დაიწყოს ოპერაცია მტრების წინააღმდეგ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG