Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერ აქციას ონლაინმედიაც შეუერთდა


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების ონლაინმედიებიც შეუერთდნენ. დღეს, 13 მაისიდან დილიდან მათ ფეისბუქზე "ქავერ" ფოტო შეცვალეს. აქციის ორგანიზატორია კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის.

ფოტოზე ვკითხულობთ: "სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს".

საზოგადოებრივ მაუწყებლის ჟურნალისტებს მხარდაჭერა გამოუცხადეს ინდიგომ, ნეტგაზეთმა, On.ge-მ, ტაბულამ, პუბლიკამ, IPN-მა და სხვებმა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა აჭარის ტელევიზიის მხარდასაჭერად მედიასაშუალებები ერთიანდებიან. 3 მაისს, პრესის თავისუფლების დღეს ტელევიზიების დიდმა ნაწილმა ზუსტად 19 საათზე იმავე შინაარსის წარწერით მხარდაჭერა გამოუცხადეს აჭარის ტელევიზიის ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს.

მას შემდეგ, რაც აჭარის ტელევიზიაში დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს, არხის თანამშრომლები, რომლებიც სარედაქციო პოლიტიკას ქმნიდნენ მოსალოდნელ საფრთხეებზე ალაპარაკდნენ. მათი ნაწილი კოხრეიძემ სამსახურიდან გაათავისუფლა, ნაწილს კი ხელშეკრულება შეუცვალა და სარედაქციო პოლიტიკის შექმნას ჩამოაცილა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG